„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც სტატუს-კვოს და ივანიშვილის რეჟიმს აწყობს, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა ნაციონალური მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს

"ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის შიგნით, ისევე როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ყველა მოვლენა, არის დასტური იმის, რომ არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რაიმე არსებით საკითხზე არ არის. მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის შესხმა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იგივედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.