კორონავირუსულ ინფექციას საქართველოში ემსხვერპლა მინიმუმ 25 სასულიერო პირი, მათ შორის წმ. სინოდის 3 წევრი მღვდელმთავარი. მაგრამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რიცხვი მეტია. - ამის შესახებ წმინდა სინოდის მიერ მღვდელმსახურება შეჩერებული დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს

საქართველოს საპატრიარქომ არ გამოაქვეყნა და დამალა კორონავირუსული პანდემიით ანუ კოვიდ 19 -ით გარდაცვლილი სასულიერო პირების სია. კოვიდ კორონავირუსულ ინფექციას საქართველოში ემსხვერპლა მინიმუმ 25 სასულიერო პირი, მათ შორის წმ. სინოდის 3 წევრი მღვდელმთავარი. მაგრამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რიცხვი მეტია. ზოგი მათგანი იყო ანტივაქსერი მქადაგებელი, მაგალითად ცნობილი ფანატიკოსი მმკ-ელი დეკ. დავით ქვლივიძე. მთლიანობაში მედიაში და სოცქსელში გამჟღავნდა შემდეგი პირები:3 - მღვდელმთავარი17 - მღვდელი1 - დიაკონი1- ბერი3 - მონაზონი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) - გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს. ნეკრესის მიტროპოლიტი მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) - გარდაიცვალა 2021 წლის 19 სექტემბერს. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) - გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს. დეკანოზი დავით ქვლივიძე – მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2020 წლის 7 დეკემბერს; მღვდელმონაზონი შიო (სინატაშვილი) – ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია, გარდაიცვალა 2020 წლის 21 ნოემბერს; მღვდელი დავით მაჩიტაძე – მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2020 წლის 2 დეკემბერს; იეროდიაკვანი კირიონი (ადეიშვილი) – მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2020 წლის 3 დეკემბერს. დეკანოზი ზურაბ პაპიძე - ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, გარდაიცვალა 2020 წლის 17 დეკემბერს დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი - ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 3 იანვარს. დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი - მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 22 იანვარს მონაზონი იულიანა (გელაშვილი) - რუის-ურბნისის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 20 მაისს. დეკანოზი რომანოზ ვეფხვაძე - საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმსახური რუსეთში, გარდაიცვალა 2021 წლის 20 ივნისს. დეკანოზი თომა სიხარულიძე- შემოქმედის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 21 ივნისს. დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე - ქუთაის-გაენათის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 14 ივლისს. არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი) მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 28 ივლისს. ბერი ანდრია (სიჭინავა) მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 14 აგვისტოს. დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი მცხეთა-თბილისის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 25 აგვისტოს. მონაზონი სოსანა (ვასაძე) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 17 აგვისტოს. სქემ-მონაზონი მართა (გვარამია) რუის-ურბნისის ეპარქია, 2021 წლის 28 აგვისტოს. დეკანოზი პეტრე ახვლედიანი ქუთაის-გაენათის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 31 აგვისტოს. არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი) [გარდაცვალების დღეებში გვარი შეცდომით გავრცელდა ნიუსებში როგორც "მიგინეიშვილი"]. შემოქმედის ეპარქია, ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი. გარდაიცვალა 2021 წლის 19 ნოემბერს. მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ცქვიტარია) - ჭყონდიდის ეპარქია, გარდაიცვალა 2021 წლის 27 დეკემბერს. დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი, ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ფოთისა და ხობის ეპარქია. გარდაიცვალა 2021 წლის 7 დეკემბერი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი დეკანოზი, თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი ელგუჯა ლოსაბერიძე - გარდაიცვალა 2021 წლის 21 დეკემბერი. მღვდელი მოსე ჯანელიძე - ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, გარდაიცვალა 2022 წლის 5 იანვარი.ღმერთმა აცხონოს თითოეული მათგანი და მიუტევოს ცოდვები. გამორჩენილ პირებზე მომწერეთ და ჩავამატებ სიაში.#კორონავირუსი #კოვიდ19 #საპატრიარქო#პანდემია