აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდების შემდეგ, სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters წერს.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილობრივი დროით 18:00-ზე დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერის, მუჰამედ ჰამდან დაგალოს თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ცხადდება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით,  ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება დედაქალაქის გარშემო შეუძლებელია. ისინი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ აფრთხილებენ.