ესპანეთის ლა ლიგაში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ სახლში „რაიო ვალიეკანო“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
სტუმრების კარში გატანილი პირველი გოლის თანაავტორად გიორგი მიქაუტაძე ჩაიწერა. ქართველი ფეხბურთელი (flashscore - 6.9) პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„ვილიარეალი“ - რაიო ვალიეკანო“ 4:0(1:0)
გოლები: 22' ჟერარ მორენო 1:0, 56' ალბერტო მორეირო 2:0, 58' სანტი კომესანა 3:0, 65' აიოზე პერესი 4:0
„ატლეტიკო“ - „სევილია“ 3:0
„ხეტაფე“ - „ჟირონა“ 2:1





