ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი 0:0 დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისეთი კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვარხერხეთ, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ალბანეთის ნაკრებმა, ისევე, როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო და რომ რთულ გარემოში თამაში გველის. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ...

ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი 0:0 დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისეთი კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვარხერხეთ...

მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა - უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, დასვენებისთვის ერთი დღე გვქონდა, მაგრამ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ...

ვინ არის პენალტისტი? პენალტებს კარგად ბევრი ასრულებს - კვარაცხელია, მიქაუტაძე, გველესიანი... ამ მხრივ, არჩევანის თავისუფლება გვაქვს. სხვადასხვა მატჩების წინ, არის რაღაცები, რასაც წინასწარ ვგეგმავთ, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში გადამწყვეტი ის არის, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე...

უკრაინასთან მატჩში ალბანეთმა ძალიან კარგად ჩაატარა. როდესაც გუნდი იგებს, მისი შეფასება გაცილებით მარტივია. ვფიქრობ, ჩვენსა და ალბანეთის ნაკრებს შორის ბევრი საერთოა", - განაცხადა ვილი სანიოლმა, როლის კომენტარსაც lelo.ge ავრცელებს.