უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა გერევიჩ-კოვაჩ-კარპატის სახელით ცნობილი მსოფლიო თასის გათამაშება ხმლით მოფარიკავეთა შორის
ქართველმა სპორტსმენმა, მსოფლიო ჩემპიონატების ვეცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ნახევარფინალური ასპარეზობა გერმანელ მატიას საბოსთან 12:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლეგენდარული უნგრელი მოფარიკავეების, 1932-1936-1948-1952-1956-1960 წლების 7-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალადარ გერევიჩის, 1936-1948-1952-1956-1960 წლების 6-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ პალ კოვაჩის და 1948-1952-1956-1960 წლების 5-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ რუდოლფ კარპატის სახელით ცნობილი მსოფლიო თასის ეტაპის ფინალში მატიას საბო ფრანგ სებასტიან პატრისს შეხვდება.