საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები დაიწყო.
გიორგი მიქაუტაძის ლიონის „ოლიმპიკი“ სტრასბურგში უშუალო კონკურენტს ესტუმრა და მარცხი განიცადა.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 7,0) მინდორზე პირველივე წუთიდან იყო.
„სტრასბურგი“ - „ოლიმპიკი“ ლიონი 4:2(0:0)
გოლები: 55' ანდრეი სანტოსი 1:0, 60' დილან ბაკვა 2:0, 62' სორენტინ ტოლისო 2:1, 73' ემანუელ ემეგა 3:1, 89' სამუელ ამო-ამეიავი 4:1, 90+6' გიორგი მიქაუტაძე, თერთმეტრიანიდან 4:2