დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებულების სახელით 5 ნოემბერს გამოქვეყნდა.
,,საეკლესიო სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანის გამოსწორება - ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან და ტკივილისგან? "
ვთქვათ რამე გადაცდომა ან შეცდომა ჰქონდათ, ნუთუ არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა.
იცით რით აღემატება ამ მოძღვრების მენტალობა თქვენს მენტალობას? მათ არაფერი აქვთ და არაფერს ეძიებენ.
ყოველი ადამიანისთვის მოსულ ჯვარცმულ ქრისტეს გულწრფელად ქადაგებენ რადგან დანამდვილებით ითავისებენ ადამიანში ქრისტეს მყოფობას.
ამიტომაც ჩანს მათი სიტყვა და გულები მხნედ და შეუპოვრად”, - წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ: საპატრიარქომ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აუკრძალა.
მანამდე, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან ჩამოაშორეს.
ორივე შემთხვევაში, სასჯელის მიზეზი სასულიერო პირების საჯარო განცხადებებია.




