არჩილ ჩოხელის სახელობის მსოფლიოს შესარჩევ მემორიალურ ტურნირში სამბოში  71კგ. წონით კატეგორიაში, ფოთელი ელიზბარ (ჯაბა) თურქია ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან 4-ვე შეხვედრა წმინდად მოიგო, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

ტურნირში ასევე წარმატებით იასპარეზა სამმა ფოთელმა სპორტსმენმა: ლუკა გადელიამ 58 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.  ზურაბ ბურკაძემ (საბრძოლო სამბო) 71 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაისაკუთრა. ზვიად შურღულაიამ (საბრძოლო სამბო) 79 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს შესარჩევ შეჯიბრებაზე ფოთის სამბისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ცნობისათვის, მსოფლიო ჩემპიონატი ტაჯიკეთში 3-4 ნოემბერს გაიმართება.