ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ჭიდაობა სამბოში ფოთელმა სპორტსმენმა, ჯაბა თურქიამ 5 წლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრებაში 82 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. ჯაბა თურქია 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და ხუთივე მეტოქე აშკარა უპირატესობით დაამარცხა.
მწვრთნელები - კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია. სკოლის მენეჯერი - გრიგოლ გუგუშვილი