ბოსტონში, ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ყინულზე ცეკვის ოსტატები ასპარეზობდნენ
საქართველოს წარმომადგენლებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა რიტმულ ცეკვაში 73,22 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს და ფინალში გავიდნენ.
1. მედისონ ჩოკი / ევან ბეიტსი (აშშ) - 90,18
2. პაიპერ ჟილსი / პოლ პუარიე (კანადა) - 86,44
3. ლაილა ფეარი / ლუის გიბსონი (დიდი ბრიტანეთი) - 83,86
14. დიან დევისი / გლებ სმოლკინი (საქართველო - 73,22
20. იულია ტურკილა / მატიას ვერგლიუსი (ფინეთი) - 68,09
ფინალში გასული 20 მონაწილიდან მილანი-კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური 19 საუკეთესოს გადაეცემა.