ბირმინგემში „ასტონ ვილას“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის  უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა  დასრულდა

შეხვედრის პირველ ნახევარში ძირითადად მასპინძლები უტევდნენ,  „პარი სენ-ჟერმენი“ კი მას სწრაფი და მწვავე  კონტრშეტევებით პასუხობდა.

ანგარიში სტუმრებმა  მე-11 წუთზე გახსნეს. გოლი აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა.

შეხვედრის 28-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა ნუნუ მენდეშმა დააგვირგვინა გოლით.

34-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 6,9) წაიბორძიკა, ბურთი დაკარგა და ამჯერად უკვე მასპინძლებმა შეძლეს სწრაფი კონტრშეტევის ორგანიზება, რა დროსაც იური ტილემანსის დარტყმული ბურთი ვილიან პაჩოს მოხვდა მკერდზე და რიკოშეტით გავიდა კარში.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. 52-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის დროს რაშფორდმა აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ორი წუთის შემდეგ კი მისი გადაცემის შემდეგ ძლიერი დარტყმით ანგარიში ჯონ მაკგინმა გაათანაბრა.

57-ე წუთზე მარკუს რაშფორდის მეტად სახიფათო დარტყმა ჯანლუკიჯი დონარუმამ კუთხუირზე მოიგერია, 58-ე წუთზე კი მარკუს რაშფორდის გადაცემის შემდეგ ერზი კონსამ  „ასტონ ვილა“ 3:2 დააწინაურა.

მე-60 წუთზე სტუმართა კართან შექმნილი მორიგი სახიფათო მომენტის შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმამ იური ტილემანსის დარტყმის შემდეგ იხსნა კარი მეოთხე გოლისგან.

შეხვედრის 70-ე წუთზე ჯანლუიჯი დონარუმასთან პირისპირ მარკო ასენსიო გავიდა და პარიზელთა მეკარემ ამჯერადაც შეძლო მდგომარეობის განმუხტვა.

78-ე წუთზე პარიზელთა იშვიათი შეტევის შემდეგ უსმან დემბელეს დარტყმა მეკარე ემელიანო მარტინესმა მოიგერია.

 საბოლოოდ „პარი სენ-ჟერმენმა“ შეძლო მისთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და ორი მატჩის ჯამში გამარჯვების მოპოვება.

„ასტონ ვილა“ - პარი სენ-ჟერმენი“ 3:2(1:2) პირველი მატჩი 1:3
გოლები: 11' აშრაფ ჰაკიმი 0:1, 28' ნუნუ მენდეში 0:2, 34' იური ტილემანსი 1:2, 52' ჯონ მაკგინი 2:2, 57' ეზრი კონსა 3:2


დღეს გამართულ კიდევ ერთ განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ბარსელონა“ სერუ გირასის ჰეთ-თრიკით 3:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ნახევარფინალში ესპანელები გავიდნენ.

„ბორუსია“ დორტმუნდი - „ბარსელონა“ 3:1(1:0) პირველი მატჩი 0:4
გოლები: 11' სერუ გირასი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 49' სერუ გირასი 2:0, 54' რამი ბენსებაინი, საკუთარ კარში 2:1, 76' სერუ გირასი 3:2


ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ არსენალს“ და „რეალს“ შორის ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულს (პირველი შეხვედრა მადრიდში სტუმრებმა 3:0 მოიგეს), „ბარსელონა“ კი „ინტერს“ და „ბაიერნს“ შორის უმჯობესს (მიუნხენში იტალიელებმა 2:1 გაიმარჯვეს) შეხვდება.