გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, მკვლელობა გვიან ღამით მოხდა, მოკლულია 31 წლის დ.ჯ.
სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც შემთხვევითი გამვლელი იყო. ექიმის თქმით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფო უკვე დატოვა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.