ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული სახალხო შეჯიბრება - ,,ლელობურთი" გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეჯიბრების დაწყებამდე სოფელ შუხუთში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, გაიმართა ჯგუფ ,,ურსას" კონცერტი.

,,ლელობურთი" ზემო შუხუთის მაცხოვრებლების  გამარჯვებით დასრულდა.