ახმეტაში, მამაკაცს საკუთარი სახლის კარებთან ესროლეს. შემთხვევა 19 აპრილს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე, უცნობია.