ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"რეჟისორის შემოქმედება ქართული ანიმაციის ისტორიაში გამორჩეულ ნიშას იკავებს. 1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს პალმის რტოთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისათვის “ჭირი”.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ", - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.