ტრაგედია ფოლადაანთკარში - მამა და მისი ორი შვილი - მცირეწლოვანი ბიჭები ტბაში დაიხრჩვნენ.
სათევზაოდ წასულ მამასა და შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ცხედრებს პოლიციამ გუშინ მიაკვლია. ისინი კახეთიდან, სოფელი ქვემო ხოდაშენიდან არიან.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.