ბოსტონში, ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე, დასრულდა ასპარეზობა წყვილთა შორის.
საქართველოს წარმომადგენლებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში 130,53 ქულა მიიღეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 202,21 ქულა დააგროვეს და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.
1. რიკუ მიურა / რიუიჩი კიჰარა (იაპონია) - 219,79
2. მინერვა ფაბიენ ჰასე / ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) - 219,08
3. სარა კონტი / ნიკოლო მაჩი (იტალია - 210,47
4. ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა (საქართველო) - 202,21