28-30 მარტს ბუდაპეშტი ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს, სადაც 49 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის რვა ქართველი მოფარიკავე იქნება.

28 მარტს იასპარეზებენ: ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ვახტანგ არჩვაძე, მიხეილ ალფაიძე, ლაშა კუჭუხიძე, ალექსანდრე თავართქილაძე და დავით თავართქილაძე.

29 მარტს ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სანდრო ბაზაძე (T 64) ჩაერთვება.

30 მარტს გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე იასპარეზებენ.