„თეატრალურის კვარტეტი“ საახალწლო ღონისძიებების განრიგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი მზად არიან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ასევე, კვარტეტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.

„საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ შობის დღესასწაულს!

გვიახლოვდება ახალი წელი და გვინდა ბედნიერი წელიწადი გისურვოთ სრულიად საქართველოს - ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება იყოს თქვენი წლის მეგზური!

აქვე, მთელი გულით ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ილია მეორეს - დაე, მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე!

ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო საქართველოს რეგიონებში.

ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად.

21.12.2024 - ბოლნისი
25.12.2024 - ვანი
26.12.2024 - ჩოხატაური
29.12.2024 - თეთრიწყარო
30.12.2024 - დედოფლისწყარო

ფეხბედნიერი იყოს ახალი 2025 წელი სრულიად საქართველოსთვის!” - წერს „თეატრალურის კვარტეტი“.