საახალწლო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


 მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იყო  საბავშვო  სივრცე. გაიმართა ზღაპრის გმირების მსვლელობა. 
ღონისძიება რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის  მასშტაბით მიმდინარეობდა ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების საკონცერტო პროგრამით დასრულდა.