საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოძმე ქართველი ერის მიმართ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მოძმე ქართველი ერის და, ზოგადად, ქრისტიანი ხალხის ისტორიაში ილია მეორე უკვდავყოფილი იქნება ეკლესიის შენებისა და ხალხის გამთლიანების მისიით. სულიერი წინამძღვარი არა მხოლოდ ქრიატიანული სარწმუნოების, არამედ ქართველი ერის ერთიანობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ერთა შორის ტოლერანტობის სიმბოლო გახდა მთელი თავისი მისიის მანძილზე. ხოლო მისი მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ერთმანეთს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ და ერთმანეთისადმი სიყვარული ხვალინდელი დღისთვის არ გადავდოთ, ვფიქრობ, არა მხოლოდ სარწმუნოებრივ და ეროვნულ, არამედ ყველა დროის საუკეთესო კაცთმოყვარეობრივ ანდერძად იქცევა. ამ უდიდესი დანაკარგის მძიმე ჟამს მოძმე ქართველ ერს ვუცხადებ ჩემს თანადგომას, ნუგეშისცემას და გამძლეობასა და მოთმინებას ვუსურვებ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.