სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.































