სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილში სომხეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ილია მეორე რწმენის სიძლიერის, ქართველი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო.
„ტკივილით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, რაც მძიმე დანაკარგია ძმური ქართველი ხალხისთვის.
ამ რთულ დროს ვუცხადებ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობასა და თანადგომას საქართველოს ხელისუფლებას, სასულიერო დასს და მორწმუნეებს.
ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო. მისი მოღვაწეობა მუდამ მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაზე, რეგიონში მშვიდობის, რელიგიებსა და ერებს შორის ტოლერანტობის განმტკიცებისკენ.
ილია მეორის ნათელი ხსოვნა და მის მიერ დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც შთააგონებს მომავალ თაობებს, რათა ემსახურონ კაცობრიობისა და ქრისტიანობის კეთილშობილურ იდეალებს“, - აღნიშნულია წერილში.









