პროტესტის მონაწილეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
ამ წუთებში კი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სფეროსა და რეგიონების წარმომადგენლები იმყოფებიან. მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები.