ქალაქ სამტრედიაში ახალ 2025 წელს განახლებული საახალწლო მორთულობებით და ილუმინაციებით ხვდება.
მუნიციპალიტეტში წინა საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა, რომლებიც უახლოეს დღეებში საზეიმოდ განათდება.
ქალაქში ილუმინაციების მონტაჟის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე აკვირდება.
როგორც მერმა აღნიშნა ახალი წლის დღეები სამტრედიაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, კულმინაცია ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი იქნება.