კიდევ ერთი აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია – მაუწყებლის ბორდის და მენეჯმენტის გადადგომა და საღამოს ეთერთან ერთად დროის დათმობა დღის ეთერშიც. ასევე შეკრებილებმა მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს. გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც. აქციის მონაწილეები კოსტავას 68-ში არსებული შენობის შენარჩუნებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, ტელევიზიის შენობა ისტორიული და სტრატეგიული ადგილია და ისტორიულ მისამართზე უნდა დარჩეს, თუმცა ტერიტორია უკვე კერძო საკუთრებაშია.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, პირველ არხი საგანგებო რეჟიმით მაუწყებლობს და პრაიმ თაიმში ეთერს უთმობს განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიტიკოსებს.