უნგრეთმა პოლონეთის სეიმის დეპუტატს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. უნგრეთის ამ ქმედებამ პოლონეთის გულისწყრომა გამოიწვია.

„სამართლიანობის პარტიის" დეპუტატის და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, „იუსტიციის ფონდის" საქმეში ეჭვმიტანილის, მარჩინ რომანოვსკის ადვოკატმა ბარტოშ ლევანდოვსკიმ ხუთშაბათს საღამოს გამოაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობამ დააკმაყოფილა მისი დაცვის ქვეშ მყოფის განაცხადი და მისცა მას თავშესაფარი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ამ გადაწყვეტილებას X-ზე გამოეხმაურა.

ვიქტორ ორბანის მთავრობის გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის დანაშაულებში ეჭვმიტანილ და ევროპული დაპატიმრების ორდერით ძებნილ მ. რომანოვსკისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულ ქმედებას პოლონეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის პრინციპების მიმართ, - წერს სიკორსკი.

მისივე თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.

მარჩინ რომანოვსკი 2024 წელს გახდა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ფონდიდან თანხების ხარჯვის საქმის მოქმედი პირი. ივლისში სეიმმა მას იმუნიტეტი მოუხსნა და იგი დააკავეს, მაგრამ სასამართლომ იგი მეორე გაათავისუფლა როგორც სეიმის დელეგაციის წევრი ეუთოში და, შესაბამისად, მეორე იმუნიტეტის მქონე.

2 ოქტომბერს ეუთომ რომანოვსკის იმუნიტეტი მოუხსნა და პროკურატურამ იგი 7 ოქტომბერს დაიბარა. რომანოვსკი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. 16 ოქტომბერს პროკურატურამ სასამართლოს რომანოვსკის დროებით დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. 89 დეკემბერს სასამართლომ რომანოვსკის 3 თვით წინასწარ პატიმრობაში აყვანის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. 12 დეკემბერს პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა., 19 დეკემბერს კი ვარშავის სასამართლომ რომანოვსკის დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა. იმავე დღეს ბარტოშ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთმა დააკმაყოფილა რომანოვსკის განაცხადი, რომლითაც იგი თავშესაფარს ითხოვდა როგორც პოლონეთში პოლიტიკური მოტივით დევნილი.