საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს დღეს კლინიკიდან გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.
"მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.
ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში." - ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე ორგანიზაციამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი
ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.