ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში - ეს არის განსხვავებული პოზიციის გამარჯვების მიმღებლობა," - ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„ერთს მინდა ყურადღება მივაქციო - დღევანდელი დღე რამდენად მნიშვნელოვანი იყო - საქართველოს ეკლესიამ და წმინდა სინოდმა მაგალითი აჩვენა მთელ საზოგადოებას, როგორ შეიძლება მოხდეს სხვადასხვა აზრის, კანდიდატის, მხარდაჭერისა და ჯგუფების მხრიდან არჩევნების შედეგების მიმღებლობა, მაშინვე აღიარება და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის გვერდში დგომა.

ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში - ეს არის განსხვავებული პოზიციის გამარჯვების მიმღებლობა, რაც დღეს ვნახეთ. უმრავლესობამ მიიღო ეს პოზიცია და უმცირესობამაც, რომელიც იყო, ასევე მიიღო ეს პოზიცია. ეკლესია კვლავ ერთიანია საზოგადოების წინაშე, კვლავ ერთიანად გაუძღვება მომავალში თავის მრევლს, საზოგადოებას, მთლიანად ჩვენს ქვეყანას - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.