დარწმუნებული ვართ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლადოს ჩვენი გულშემატკივარი ღირსეულ დახვედრას მოუწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პარიზის პარალიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ჭინჭარაული, საქართველოში პარასკევს, 21:50 საათზე აირზენას რეისით დაბრუნდება. დარწმუნებული ვართ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლადოს ჩვენი გულშემატკივარი ღირსეულ დახვედრას მოუწყობს. დახვდი, საქართველო!“, - წერია განცხადებაში.