დღეს. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პნევმატიკური შაშხანიდან 10-მეტრიან დისტანციაზე დგომელა სროლის ოსტატები ჩაებნენ ასპარეზობაში
ქართველმა პარასპორტსმენმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 6-გასროლიან სერიაში 630,1 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ჭინჭარაული მხოლოდ 0.7 ქულით ჩამორჩა ფინალში გასულ მე-8 მონაწილეს.
ვლადიმერ ჭინჭარაული პარიზში კიდევ ორ სახეობაში იასპარეზებს. 1 სექტემბერს იგი
10-მეტრიან დისტანციაში წოლელა სროლის ოსტატებს გაეჯიბრება, ხოლო 4 სექტემბერს 50-მეტრიან დისტანციაზე შეეცდება მედლის მოპოვებას.
ვლადიმერ ჭინჭარაული ტოკიოს პარალიმპიური თამაშების მონაწილეა.