დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ჩილელი ჯოან ერერა იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13:10 საათზე დაიწყება.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს - ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალს ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.