პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეჯიბრება 50 მეტრიდან შაშხანით სროლაში.

ქართველმა პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, რომელიც საკვალიფიკაციო შეჯიბრებიდან ფინალში მეექვსე შედეგით შევიდა, საბოლოოდ მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.



ამ დროისთვის საქართველოს ერთი ოქროს (გიგა ოჩხიკიძე),  ერთი ვერცხლის (ვლადიმერ ჭინჭარაული) და ორი ბრინჯაოს (ანა ჯაფარიძე და ნინა თიბილაშვილი) მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 44-ე ადგილზეა.