საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ ამბები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს გაუხარდება ჩვენი ასეთი დაყოფა? - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. 

"დადგა ის დრო, ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ მოვხვდეთ. ვიყოთ ერთმანეთთან კარგად, რომ ერთმანეთს არ ვმტრობდეთ. არ გავბროდეთ უცხოეთში, მოდი დაგვეხმარე, მე დავჯდები სათავეში. არ შეიძლება ასე. " - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

ასევე, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მშობლებს მოუწოდა 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს შვილები აზიარონ.