მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. მეუფე იაკობმა ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ისაუბრა ოკუპაციაზე და ევროკავშირთან ურთიერთობაზე.

"ჩვენ ისეთი ერი ვართ, ღმერთის მადიდებლობას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეგვაცვლევინებს, ვერც რუსეთის იმპერია, ვერც ევროკავშირის ვიზები, ვერც სხვადასხვა რამე. აუცილებელია თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა ჰქონდეს, ეს რის საფასურად. ვინმეს უნდა უღირსი მამა და დედა, მაგრამ მდიდარი იყოს, კარგად ცხოვრობდეს? ვინმეს უნდა უღირსი შვილი? ერთი მხრივ, 20% გვაქვს წართმეული ოკუპაციით რუსეთის მხრიდან და სხვა მხარეს სულიერი ოკუპაცია მიდის. ღმერთის და საქართველოს, თქვენს ინტერესებს ვიცავ და რა უნდა გავაკეთო? ღვთის მცნებებს ვუღალატო? ჩემთვის არაფერი უნდა იყოს ოჯახური ღირებულება, რომ ბავშვებს ცუდი არაფერი ვუქადაგოთ. ისინი თუ იმას იცავენ, რომ ახალი რელიგიით უნდა გაგვხადონ ისეთები, როგორც ისინი არიან, ჩვენ ახალ რელიგიას არ ვიღებთ, ქრისტიანები ვართ. გვიტევენ, გვიტევენ და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.