"ხშირად მომისმენია და მიკვირს ხოლმე რომ იძახიან - ორმაგი სტანდარტი, სამმაგი სტანდარტი. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, მაგალითად, როდესაც ევროპიდან შეგიტევენ, როცა რუსეთიდან შეგიტევენ, როცა სხვა მხრიდან შეგიტევენ. შენ უნდა მიხვდე რა უნდა შენგან იმათ, რუსეთს რა უნდა შენგან? რა, შენი კეთილდღეობა უნდა?" - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
"გადავხედო რუსეთის სახელმწიფოს ურთიერთობას ტერიტორიულად ამ დიდ იმპერიასთან. სულ რომ ომი და ასეთი რაღაცები სურს და ტერიტორიების მიმატება, და რაში სჭირდება ამდენი ტერიტორია ჩემთვის გაუგებარი. იმიტომ ვარ ქართველი. დიდება და მადლობა ღმერთს. მირჩევნია მიტევდნენ და თავი დავიცვა და ღვთის წინაშე ჭეშმარიტების დამცველები ვიყოთ, ვიდრე დიდი იმპერიის შვილის. არ მჭირდება დიდი იმპერიის შვილობა. ღმერთის სამფლობელოში ყოფნაზე დიდი არაფერი არ არის. საბოლოოდ მოკვდები ადამიანი და ან უფალთან ხვდები და ან ჯოჯოხეთში ვხვდები. შენ ირჩევ თვითონ. ეს წარმავალი ცხოვრებაა. ამიტომ, ყველა ადამიანს მართებს ამაზე დავფიქრდეთ.
რუსეთს უნდა მისი ხელქვეითები ვიყოთ. საბოლოო ჯამში ახლა აქვს ორი ტერიტორია ოკუპირებული, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლოს ნუ უწოდებთ ხოლმე, არასწორია, ეს სწორად უნდა ვიცოდეთ. ტერმინოლოგიაში ბევრი რამე დევს.
ბაზები აქვს იქ და არავინ არ დაგვიცავს იმ ბაზებისგან, კარგად გავითვალისწინებთ, მაგრამ, რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთვის კარგი. შენ როცა გიტევს, ის თავისი გადმოსახედიდან სწორია. ყველას აქვს, როგორც ადამიანებს თავიანთი სიმართლე აქვთ, ისე ქვეყნებს და ერებს აქვთ თავიანთი სიმართლე და რა უნდა ევროპას? თავისთან ომი არ უნდა, უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ ექნებოდა. საქართველოში თუ ექნება, სხვაგან თუ ექნება, საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმითი, რომ 2008-ში ევროპის თანხმობით, მოწყვლადი გახდა საქართველო და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ამიტომ, ამაზე უნდა დავფიქრდე. სწორად იქცევიან ისინი? ევროპელები თავის გადმოსახედიდან სწორად იქცევიან.
ერთი გაჭირვებული კაცია - ზელენსკი, სწორად გვექცევა თუ არა. თავის გადმოსახედიდან, უკრაინის გადმოსახედიდან სწორად გექცევა. შენ ამბავი არ აინტერესებს....
ყურადღების გადატანა უნდა სხვა რეგიონებზე, ფინეთი და შვედეთი ძალიან უყვარდათ, რომ მიიღეს ნატოში? უბრალოდ უტვინოდ იქცევიან რუსებიც და საზღვარი გაუდიდეს. საზღვარი გაუკეთეს ნატოს ქვეყნებთან და თუ დარტყმა იქნება, ჯერ სხვებს მოხვდება და ევროპა ფიქრობს, რომ არ მოხვდება...
ზელენსკის ისეთი პოზიცია აქვს, დღეს სჭირდებათ ის. შეიძლება მე მარიონეტად მიმაჩნდეს და ვფიქრობ რომ მარიონეტი და დღეს სჭირდებათ რომ გმირად აჩვენონ და საქართველოზე... მიდიხარ ხომ გაეროში, ჩემზე რას ლაპარაკობ შენ გაჭირვებულო, შენზე ილაპარაკე რომ ხალხი გადარჩეს და ქვეყანა ტერიტორიები დაიბრუნოთ, რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკები? და თვითონ ხართ დემოკრატი? რა არის იცი?!" - განაცხადა მეუფე იაკობმა?