ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მშობლებს მოუწოდა 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს შვილები აზიარონ.
"რა ხდება ახლა საქართველოში? გამოვეყავით რუსეთის იმპერიას და იმის მერე ქართველები სულ ერთმანეთთან ბრძოლაში ვართ. აბა გადახედეთ როგორ ვებრძვით ერთმანეთს?!
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავია, უნდა ვიდღესასწაულოთ და შეიძლება ბანაკებად გაყოფილმა ქართველებმა ვიდღესასწაულოთ? როდესაც ჩვენ ლოცვებს ვკითხულობთ ყველას ვლოცავთ და იქ არის ადგილი, სადაც მთავრობას და მხედრობას ვავედრებთ და ყველა მტერზე გაიმარჯვოს. რისთვის? აზრიც არის და მიზანიც არის, რომ მათი ხელმღრვანელობის ქვეშ ქვეყანაში იყოს მყუდრო ცხოვრება, და ჩვენც მყუდრო და უშფოთველი ცხოვრება გვქონდეს. და ვევედრებით ამას. გვაქვს კი ერთმანეთთან უშფოთველი დამოკიდებულება?
1700 წლისთავია და ჩვენთან ნოემბერში ჩატარდება დამაგვირგვინებელი წირვა, მაგრამ, ვართ ქართველები მაგისთვის მზად?
27-ში საქართველოში დიდი დღესასწაულია და ყველა ქრისტიანი იქ უნდა მოხვიდეთ. ბავშვები უნდა ამოიყვანოთ და უნდა ეზიარონ. ჩვენთან რამდენი ბავშვი ეზიარება ხოლმე... მერე ვიტყვით, ვიღაცა იტყვის რომ სკოლას ვერ გავაცდენინებო. გაცდენა ის იქნება იქ რომ არ მოხვალთ და არ ეზიარებით. სკოლას იმას რომ გააკეთებენ... მერე მესმის რომ გაცდენა არ იქნება შესაძლებელი. როდესაც სწავლის დონე იქნება მაღალი და სკოლის დამთავრებული უმაღლესში ისე ჩააბარებს რომ ელემენტარული ცოდნა ჰქონდეს, რომ იქ არ გაუჭირდეს სწავლა. ჩვენთან რეალობა ის არის რომ სწავლასაც ვანგრევდით და მადლობა ღმერთს რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში თანხები გამოუჩდა და განათლების სისტემაში ცვლილებები გავაკეთოთ.
ჩვენ ვართ ის ადამიანები 30 წელზე მეტია რომ ვფიქრობთ, სწავლას რომ გვინგრევენ რომ გვინდა აღვადგინოთ. იმიტომ რომ ქართველი ადამიანი არიის კონკურენტუნარიანი." - განაცხადა მეუფე იაკობმა.








