"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის 4 მარტს ესტონეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი სავიზო სანქციების შესახებ, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის მოხელეებს - მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს, აგრეთვე პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, სულ 55 პირს დაუწესდა.
მათ შორის არის ქართული მართლმსაჯულების 22 წარმომადგენელი.
1. ირაკლი ხუსკივაძე, ფიგურირებს ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ანტონ ჩეჩინის, თედო აბრამოვის საქმეებში
2. თამარ მჭედლიშვილი, ფიგურირებს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩუკის, ნიკა კაციას, ალექსანდრე ელისაშვილის საქმეებში
3. ქეთევან ჯაჭვაძე, ფიგურირებს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩუკის საქმეებში
4. ლელა მარიდაშვილი, ფიგურირებს საბა სხვიტარიძის, ანატოლი გიგაურის, გიორგი ახობაძის საქმეებში
5. ლევან ყოლბაია, ფიგურირებს მზია ამაღლობელის, მამუკა ჯორბენაძის, გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, ანდრო კაკაბაძის და გიორგი დავითაძის საქმეებში
6. დავით მგელიაშვილი, ფიგურირებს ანზორ (ანრი) კვარაცხელიას, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის, მათე დევიძის, გიორგი ახობაძის და ანტონ ჩეჩინის საქმეებში
7. ნანა შამათავა, ფიგურირებს დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის, არჩილ მუსელიანცის საქმეებში
8. ნატო ხუჯაძე, ფიგურირებს დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის, საბა სხვიტარიძის, დავით ხომერიკის საქმეებში
9. გიორგი გელაშვილი, ფიგურირებს გიორგი ოკმელაშვილის საქმეში
10. ნათია გუდაძე, ფიგურირებს საბა მეფარიშვილის, ომარ ოკრიბელაშვილის საქმეებში
11. თეონა ეპიტაშვილი, ფიგურირებს გიორგი მინდაძის, დანიელ მუმლაძის საქმეებში
12. არსენ კალატოზიშვილი, ფიგურირებს დანიელ მუმლაძის, გიორგი ახობაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის საქმეებში
13. ლელა კალიჩენკო, ფიგურირებს არჩილ მუსელიანცის, ლაშა ჩხაიძის, თედო აბრამოვის საქმეებში
14. დავით კურტანიძე, ფიგურირებს მათე დევიძის, ირაკლი წიგნაძის, ირაკლი ტაბლაძის, გიგი უგულავას, ნიკოლოზ კუტუბიძის, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილის, ალექსანდრე გოგოლაძის და დიმიტრი ბიძინაშვილის საქმეებში
15. ზვიად შარაძე, ფიგურირებს ფრიდონ ბუბუტეიშვილის, ირაკლი მეღვინეთუხუცესის საქმეებში
16. ნინო თარაშვილი, ფიგურირებს ანზორ (ანრი) კვარაცხელიას, გიორგი მინდაძის, ნიკა კაციას საქმეებში
17. ეკა ბარბაქაძე, ფიგურირებს არასრულწლოვანი მ.გ.-ს საქმეში
18. ნინო სახელაშვილი, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
19. მალხაზ ოქროპირაშვილი, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
20. ვერა დოლიძე, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
21. ირმა ტოგონიძე, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის აქციის მონაწილეებს: თემურ ქათამაძეს, გურამ მურვანიძეს, ვაჟა დარჩიას, მათე ცენტერაძეს, გოდერძი ფრანგიშვილს, მალხაზ ირემაძეს, გიორგი გაბაიძეს, ლაშა გაბაიძეს და ლევან ხორავას. ასევე, 2000 ლარით დააჯარიმა აქციის მონაწილე თათია აბულაძე
22. გულიკო კაჟაშვილი, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის აქციის მონაწილეებს: ელიზბარ ჩხიკვაძეს, ლუკა ნაცვლიშვილს, გიორგი კაკალაძეს და შუშანა მაცაბერიძეს. - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.