მალე ბათუმს ახალი საწყლოსნო კომპლექსი ექნება. 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიანი საცურაო კომპლექსი სხვადასხვა სპორტულ სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებებს მომავალი წლიდან  უმასპინძლებს. 

სამუშაოები აქტიურად  ხორციელდება. უკვე მოეწყო აუზების საძირკველები. მიმდინარეობს ოლიმპიური აუზის ამოშენება. დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 70% .  დიდი, ოლიმპიური პარამეტრების და საბავშვო აუზების კედლები უკვე ჩამოსხმულია. დასრულდა სარდაფის კედლების და სვეტების ჩამოსხმაც,  მიმდინარეობს ტრიბუნების და სასტუმროს ნაწილის გადახურვის ფილის მოწყობა. ოლიპმიურთან ერთად, პარალელურად შევა ექსპლოატაციაში სპეციალურად  მოზარდებზე გათვლილი 25მ სიგრძის 8 საცურაო ბილიკის მქონე სასწავლო-გამაჯანსაღებელი აუზი, რომლის ცვალებადი სიღრმე 1მ-დან 1,25მ-მდე იქნება.

პროექტის თანახმად კომპლექსის დასრულება განსაზღვრულია 2026 წელს, თუმცა მშენებლობის ტემპების გათვალისწინებით ბათუმს უკვე 2025 წლის ბოლოს ექნება უნიკალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ოლიმპიური სტანდარტების მქონე  საწყლოსნო კომპლექსი ევროსტანდარტების სასტუმრო და ადმინისტრაციული ნაწილით, კეთილმოწყობილი პარკინგითა და გამწვანებული გარე პერიმეტრით.

ქალაქისთვის ამ უმნისვნელოვანეს პროექტს აჭარის პროექტების მართვის კომპანია ახორციელებს.