საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, 2025 წლის 4 მარტს ესტონეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი სავიზო სანქციების შესახებ, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის მოხელეებს - მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს, აგრეთვე პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, სულ 55 პირს დაუწესდა.
ესტონეთმა სანქცირებული პირების სიაში “ქართული ოცნების” პარლამენტის ამჟამინდელი წევრები და ყოფილი დეპუტატი კონკრეტულ საქმეებზე მითითებით შეიყვანა.
ირაკლი ზარქუა, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში
ვიქტორ სანიკიძე, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში
გელა სამხარაული, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში
ლაშა ტალახაძე, გამოირჩევა აგრესიულობით
ბექა ოდიშარია, გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიძულვილის ენით, იყო ლატვიის ყოფილი საპატიო კონსული. - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.