ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 

ზღვისუბნის დასახლებაში, ავშნის მე-4 შესახვევში, 2 700 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ეწყობა ტროტუარები და იგება ასფალტის ორფენიანი საფარი. 

მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
  
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 350 000 ლარია გათვალისწინებული.