„ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები ფიქტიური „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში, იმის გამო, რომ ისინი მომიტინგეებს ელემენტარული დამცავი საშუალებებით ამარაგებდნენ. ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა. ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.