საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი თავის შემცვლელს ოლივიე კურტოს შეხვდა.
ამის შესახებ გასრიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვინაიდან დასასრულს უახლოვდება საქართველოში საფრანგეთის ელჩის რანგში ჩემი საქმიანობა, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, საფრანგეთის დიპლომატიურ გუნდსა და ჩემს შემცვლელ ოლივიე კურტოსთან, რომელიც მალე ჩამოვა თბილისში. გაგრძელება იქნება…“, – დაწერა გასრიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნის შესახებ განკარგულება 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.
თარგმანი: პირველი არხი