პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ერთ-ერთმა დაკავებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მომღერალმა ხატია წერეთელმა მოსამართლეს დარბაზიდან დამსწრეების გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა დაიხურა.
დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.