სანდრა მაგალითია ბევრი რამის და არა მხოლოდ ღირსეული პირველი ლედობის - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სანდრა ორჯერ იყო ჩემი კანდიდატი ზუგდიდში. ვერ ვიტყვი რომ ვმეგობრობდით, უფრო ვკამათობდით და ხშირად ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთს.
მაგრამ წარმოუდგენლად ღირსეული იყო მაშინაც და წარმოუდგენლად ღირსეულია ახლაც მიუხედავად იმისა რამდენი რამე დაატყდა თავს.
მაგალითია ბევრი რამის და არა მხოლოდ ღირსეული პირველი ლედობის“- წერს წითლიძე.