მე არ მივუშვერ მეორე ლოყას, რუსსაც დავუძახებ და ხელსაც შევუბრუნებ! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მე არავის მოვუწოდებ ძალადობისკენ. ნებისმიერი ძალადობა მძულს.
პოლარიზების შემცირების ბერკეტი ოპოზიციას არა აქვს. აქვს ხელისუფლებას. როდესაც რუსული ოცნების ლიდერები საჯაროდ გვემუქრებინ რომ ვინც რუსს დაუძახებს თავ-პირს დაგვამტვრევს ყველას, მე ვერ ვიქნები პოზაში ვთქვა რომ კარგი მე მეორე ლოყას მივუშვერ.
არ მივუშვერ! არც თავს დავაჩაგვრინებ, იგივენაირად ვუპასუხებ მეც, რუსსაც დავუძახებ და ხელსაც შევუბრუნებ.
რეჟიმს ეშინია მხოლოდ წინააღმდეგობის.
ამიტომ თვითონ მოგვერიდონ და არა ჩვენ!“- წერს წითლიძე.