ჩემი თვალით ვნახე, მაკა ბოჭორიშვილს უხერხული მდგომარეობა ბრიუსელში, როდესაც პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე თავის მართლება უწევდა - ამის შესახებ ენმ-ს დეპუტატმა, ანა წითლიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„უმრავლესობაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლების ჯერ კიდევ მიკვირს... მაგალითად, მაკა ბოჭორიშვილის მიკვირს, იმიტომ რომ მე და მაკა ბოჭორიშვილი ერთად ვიყავით ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების კომიტეტის სხდომაზე, მე მახსოვს და ვნახე ჩემი თვალით, მაკა ბოჭორიშვილს უხერხული მდგომარეობა, როდესაც მას უწევდა თავის მართლება პრემიერ მინისტრის განცხადებებზე, ზოგადად უმრავლესობის ქმედებებზე, ანტიდასავლურ რიტორიკაზე“,- განაცხადა ანა წითლიძემ.