ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი. - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში წერს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დღეს, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სუსს მიმართა - ვთხოვ სუსს, გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს უწყისს
სუსის ვიდეო ტიტრებით საქმეში ბრალდებული ესაუბრება პიროვნებას, რომლის ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.
გიორგი უძილაური: შენ შეამოწმე მესიჯი, რომელიც მე გამოგიგზავნე?
უცნობი პირი: არა, ბოლო მესიჯი ვერ გავხსენი
გიორგი უძილაური: პირველ რიგში, შენ უნდა წაიკითხო მე რაც მოგწერე, იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია
უცნობი პირი: როცა მე შენ გიგზავნი რაღაცას, მე გამოვიყენებ ფაილს პაროლით... ამას და ამას. და როცა შენ გინდა მე მომწერო, იმის მაგივრად რომ Word-ის დოკუმენტს დაადო პაროლი, იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს ერთნაირი ვერსია, პაროლს დაადებ არქივს და გამომიგზავნი. ამის შემდეგ შენ წაშლი.
თარგმანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
პ.ს. სუსის ინფორმაციით, ვიდეო კადრი ასახულია "თანხის გადაცემის და თანხის მიღების ხელმოწერით დადასტურების ფაქტი








