საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 მაისს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას ბრალდებულს მეგობართან ერთად შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც დანებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი მეორე პირის ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების მიზნით." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.









